27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“დროა ჩამოართვან კალაძეს მისი ევროპული სახლები”- მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს მკაცრი ზომებისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანულ მხარესთან თბილისის მრავალწლიანი მეგობრობის ისტორიას იხსენებს და ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების, კერძოდ კი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ პერსონალური ფინანსური ზომები გაატარონ.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ გერმანიის საარის მხარე საქართველოს ჯერ კიდევ 90-იან, უმძიმეს წლებში ეხმარებოდა, დღეს კი ეს კავშირები მთლიანად ინგრევა.

„ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დაძმობილებული ვიყავით. პიონერთა სახლში არაერთხელ შევხვედრივარ საარის მხარის ცნობილ წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ საქართველოს და 90-იან უბედურ წლებში სულ გვეხმარებოდნენ. შემდეგ, როგორც პარლამენტარი, თავადაც ვარ ნამყოფი ზაარბრიუკენში.

ევროპის კი არ მესმის — თუ გაყრაა, გაყრა იყოს და დროა, ჩამოართვან კალაძეს მისი ევროპული სახლები“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“აღსრულდა “ოცნება”- ვუბრუნდებით შუა აზიას, შაჰ აბასი პოპკორნს მიირთმევს”- მიხეილ სააკაშვილი ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტაზე
შემდეგი სტატია“კენიაში პროტესტი დაარბიეს, არის მსხვერპლი… ველით “ოცნების” ბრიფინგს, სადაც ამ ძალადობას დაგმობს”- უჩა ნანუაშვილი კობახიძის შეხვედრაზე