27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

დროა: 24 ივნისს, ელენე ხოშტარიას მისი მკურნალი პროფილური ექიმი მოინახულებს

პარტია “დროა“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ციხის ადმინისტრაცია დათანხმდა, რომ მკურნალობის პროცესში ჩაერთვება მისი მკურნალი ექიმი და ხვალ, 24 ივნისს მას პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულებს.

მათივე ცნობით, ხოშტარიას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ვერ ხერხდება.

,,ბოლო დღეების განმავლობაში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ვერ ხერხდება. ამ ტიპის გამუდმებული ტკივილის ატანა ციხის პირობებში უთანაბრდება წამებას.

ხაზგასასმელია, რომ დღემდე არ დაწყებულა შედეგზე ორიენტირებული, სისტემური მკურნალობა. ელენეს სიმპტომები, ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა საგანგაშოა და შესაძლებელია მალე დასრულდეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებით. შესაძლოა მან ვერ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება.

დღეს ელენე ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი ექიმი ანი ქავთარაძე და მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე შეხვდნენ ქალთა მეხუთე პენიტენციური დაწესებულების დირექტორსა და მთავარ ექიმს.

ციხის ადმინისტრაცია დათანხმდა, რომ მკურნალობის პროცესში ჩაერთვება და ხვალ პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიას მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი, რომელიც პირადად გასინჯავს პაციენტს.

ელენეს მკურნალი ექიმი უკვე გაეცნო სამედიცინო დოკუმენტაციას. მისი ციხეში ვიზიტისა და ელენესთან უშუალო კომუნიკაციის შემდეგ საზოგადოებას გავაცნობთ დამატებით ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭირო მკურნალობის შესახებ.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!- წერია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
შემდეგი სტატიაBloomberg: უკრაინის დარტყმების შემდეგ, რუსეთი შიდა ბაზარზე დეფიციტის თავიდან ასაცილებლად დიზელის ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავს