,,დრო იხელთეს, ჩირგვებიდან ტურებივით გამოძვრნენ”-რომან გოცირიძე ლევან ვასაძესა და მის მომხრეებზე

იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობისა და გავრილოვის საქართველოში შემომყვანი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ზურგს ამ ხელისუფლებას უმაგრებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა, რომელიც ლევან ვასაძისა და მისი მომხრეების განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, „მარშისტებმა“ და მოხეტიალე მღვდლებმა, შავრაზმელებმა ის ადგილი დაიკავეს, სადაც ახალგაზრდები რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდნენ.

„ესენი არიან ხელისუფლების მეორე ბნელი მხარე. დრო იხელთეს, ჩირგვებიდან ტურებივით გამოძვრნენ. როცა საპროტესტო აქციები იყო, მიმალულნი იყვნენ, რადგან მასის ეშინიათ და როცა ნახეს, რომ ქუჩაში არავინ დგას, მოვიდნენ და ახალგაზრდებისა და ტრიბუნის ოკუპაცია მოახდინეს. გაეთრნენ, აქედან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები, ასევე სასულიერო პირების ნაწილი აქციას მართავს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა საქართველოში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“, ასევე გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და შეიქმნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი.

ამასთან თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს დილით, სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილი. მათ მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პარაკლისი გადაიხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაციის გაჟონვის გამო და უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს

banner
წინა სტატიაშისაქართველოს უბედურება – მარია ზახაროვა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე
შემდეგი სტატიატელევიზიით პუტინის გინების გამო საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს – ღურწკაია