დრო გვჭირდება, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს გააზრებულ და ემოციისაგან დაცლილ პოზიციას – ბესელია გუნდიდან წასვლაზე

დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს გააზრებულ, რაციონალურ, მშვიდ და ემოციისაგან დაცლილ პოზიციას, – განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მოსალოდნელი დატოვების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

„გადაწყვეტილება როგორიც იქნება, მნიშვნელოვანია. მიზანი არის ის, რომ პირველ რიგში არ დაბრუნდეს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას წლები შევალიე და ამ ქვეყანაში დაცული იყოს სამართლიანობა“, – დასძინა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ არის პირველწყარო” – ომბუდსმენი ბესელიას კადრებზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი 17-21 თებერვალს საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა