დრო და რეგლამენტი არ მომცემს საშუალებას, ექვსწლიანი მუშაობა შევაჯამო – წულუკიანი დღეს პარლამენტში მიდის

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტში დღევანდელი მოხსენებისას 2018 და მიმდინარე წლის რამდენიმე თვის ანგარიშს წარმოადგენს. მისივე თქმით, 35-წუთიანი მოხსენებისას საუბარი შეეხება სხვადასხვა საკითხს.

„დღეს წარვდგები პარლამენტის წინაშე, როგორც ამას ითვალისწინებს ახალი რეგლამენტი. ეს იქნება 35-წუთიანი მოხსენება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, სახელმწიფო მომსახურებებზე და სერვისებზე, რომელთა 90%-ზე მეტსაც საქართველოს მასშტაბით გასცემს იუსტიციის სამინისტრო. ასევე, საერთაშორისო დავებზე, საერთაშორისო ურთიერთობის იმ კომპონენტებზე, რომელთაც უძღვება იუსტიციის სამინისტრო, ასევე პენიტენციურ სისტემებზე და იმ ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო რვა თვის განმავლობაში განხორციელდა, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობით ამ სამინისტროში გატარდა. თუმცა, ეს დრო და რეგლამენტი არ მომცემს იმის საშუალებას, ექვსწლიანი მუშაობა შევაჯამო. ეს იქნება ჩვენი საქმიანობის ანგარიში მხოლოდ 2018 წლის და მიმდინარე წლის რამდენიმე თვის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიქავთარაძეზე ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა – დამწვარია ავეჯი და სამშენებლო ნარჩენები
შემდეგი სტატიამაღაზია “8000 მოსავალის” შუშები ჩაამსხვრიეს- ქურდობის მცდელობა