DRI: საპატრიარქო წინასაარჩევნოდ ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირებს

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” შეფასებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადება, რომ ეკლესიას შეუძლია, პირდაპირ მოუწოდოს მრევლს, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე, ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირების მცდელობაა.

როგორც DRI-ს განცხადებაშია აღნიშნული, ეს მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მსგავსი მოწოდება წარმოადგენს საზოგადოების დიდ ნაწილზე საკუთარი ძალაუფლებით და ავტორიტეტით მანიპულირების და ზოგადად, ნების ავტონომიის უგულებელყოფის მცდელობას, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების (არჩევანის თავისუფლება) შეზღუდვა”, – წერს არასამთავრობო.

DRI აღნიშნავს, რომ მღვდელმთავრების მონაწილეობას პოლიტიკურ ღონისძიებებში მხოლოდ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს – წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისს მიღებული განჩინებით, ეკლესია წარმოადგენს ქვეყნის გამაერთიანებელ, ნეიტრალურ ძალას. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, მღვდელმთავრების მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში დაუშვებელია. განჩინების მიხედვით, ნათელია, რომ ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო, მღვდელმთავრის ქცევას ეკლესიის პოზიციის გამოხატულებად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი სააკაშვილის ჩამოსვლაზე: არც ერთი სიტყვა სარწუნოდ არ მიმაჩნია
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერი კახა კალაძე YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო