DRI – მესამე პრეზიდენტის მიმართ განვითარებული მოვლენები დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, 8 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის იძულებით გადაყვანა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო ინსტიტუტების უკიდურეს პოლიტიზაციას და მათ შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულების მეთოდების გამოყენება; არასათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, სადაც არსებობს მისი უსაფრთხოების, სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ხელყოფის მუდმივი რისკები; ასევე, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის არაერთი შემთხვევა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკიდურეს პოლიტიზაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს.

აუცილებელია რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციის მიზნით, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

banner
წინა სტატიაში“დროა” ირაკლი კობახიძისგან მოითხოვს, წარადგინოს მტკიცებულებები, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებს ელენე ხოშტარიას მოწამვლის მცდელობის შესახებ განცხადებას
შემდეგი სტატიაკალიურანდი – ჩემი შეთავაზებაა, არ დაელოდოთ მედიაციის ახალ რაუნდს, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრა