დრეზდენში ტურისტებზე დანით თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

დრეზდენში დანით ტურისტებზე თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

სირიელ აბდულლაჰ ა-ს, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დრეზდენში ტურისტს დანით დაესხა თავს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – 21 მაისს დრეზდენის უზენაესმა სასამართლომ 21 წლის სირიელი მკვლელობაში, თავდასხმით მკვლელობასა და სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებაში ცნო ბრალდებულად.

მოსამართლემ დანაშაულის განსაკუთრებული სისასტიკე აღნიშნა და 15 წლის შემდეგ მისი ვადამდელი განთავისუფლება გამორიცხა.

2020 წლის 4 ოქტომბერს შეიარაღებული აბდულლაჰ ა. ორ მამაკაცს დაესხა თავს, რომლებიც საქსონიაში ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიდან იყვნენ ჩასულები. შედეგად 55 წლის ტურისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მისმა თანამგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

აღმოჩნდა, რომ 2018 წელს ის “ისლამური სახელმწიფოს” მხარდაჭერისთვის იხდიდა სასჯელს -ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგერმანიაში მალე უპილოტო ავტომობილები რეგულარულ რეისებს შეასრულებენ