დრეზდენში საფეხბურთო მატჩის შემდეგ შეტაკების დროს 185 პოლიციელი დაშავდა

დრეზდენში საფეხბურთო მატჩის შემდეგ შეტაკებაში 185 პოლიციელი დაშავდა

გერმანიის ქალაქ დრეზდენის პოლიციამ განაცხადა, რომ ორშაბათს ქალაქის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის ფანებთან შეტაკებისას 185 სამართალდამცველი დაშავდა.

კვირას “დინამოს” სტადიონთან დიდი რაოდენობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი. მას შემდეგ, რაც კლუბმა 4:0 მოიგო და ამით მეორე ლიგაში გადასვლა გაინაღდა, გუნდის გულშემატკივრებმა პოლიციელებს ბოთლები და ქვები ესროლეს.
დაშავებულთაგან 11 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ექვსი დღეს გაწერეს.

პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სამართალდამცველებზე თავდახმის გამო მომხდარს იძიებს.

banner
წინა სტატიაშისირიის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიას უმასპინძლა
შემდეგი სტატიახოშტარია: “ქართული ოცნება” შუღლის გაღვივებაზე დგას