დოთიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალებზე – დამიზნებით გვესროდნენ, სროლა-სროლით მოგვდევდნენ, თამაზი ზურგში დაჭრეს

დამიზნებით გვესროდნენ მანქანიდან – სროლა-სროლით მოგვდევდა, ბევრი გაისროლა – სროლის შემდეგ, 7 ჯარისკაცი 5-6 წუთის მერე ამოვიდა და ტყის მიმართულებით წამიყვანეს,- ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულმა, ლევან დოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს მიჰყავდა, გზაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„დამიზნებით გვესროდნენ მანქანიდან, ჯერ საბურავები და შემდეგ გამიზნული სროლა იყო. ჩვენ მანქანაში ვისხედით, შეიძლება დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთო, ყოველ შემთხვევაში არ გაგვიგია და სროლა-სროლით მოგვდევდა. ბევრი გაისროლა. მე თავად ვნახე ნატყვიარები. [თამაზ გინტურს] ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ერთი თქვა „დამჭრაო“ – „მოგარტყა დიმიტრიჩ-თქო“ და „კიო“, მერე “ვსო”… გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს, დანარჩენი რუსი ჯარისკაცები ამოვიდნენ და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. ვინ ისროლა დავინახე, მაგრამ ცნობით არ ვიცნობ. სროლის შემდეგ, 7 ჯარისკაცი 5-6 წუთის მერე ამოვიდა. თამაზი რომ მანქანიდან გადმოვიყვანე, სასწრაფოში რომ დავრეკე, ყველას რომ გავაგებინე, 7 კაცი მოვიდა და წამიყვანეს. ჩვენ უკან პირდაპირ სროლით მოდიოდა, სათამაშოდ რომ არ მოდიოდა, რა თქმა უნდა ხომ? გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი კონკრეტული ადამიანი მირტყამდა. ყველა იყო იარაღით, ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე“,- განაცხადა ლევან დოთიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივინც დეპუტატებისთვის ხელფასის მომატების წინააღმდეგ გაილაშქრებს, თუ შემდეგ პარლამენტში მოხვდებიან, მომატებულ ხელფასზე უარი თქვან – ზარქუა
შემდეგი სტატიავიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება – ჰერჩინსკი