დორტმუნდში “ბორუსიის” ავტობუსთან აფეთქება მოხდა – ერთი დაშავებულია

საფეხბურთო კლუბ “ბორუსიის” ავტობუსთან, რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც დორტმუნდის გუნდის დაცვა მარკ ბარტრა დაშავდა. როგორც გერმანული მედია ავრცელებს, ბარტრა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის ადგილზე პოლიცია მუშაობს. ჯერჯერობით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, არ ვრცელდება. “ბორუსიის” ავტობუსი ჩემპიონთა ლიგის თამაშზე მიდიოდა “მონაკოსთან” – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგია უდესიანიდან დავით ნარმანიამდე – კახა კუკავა სკანდალურ პარალელს ავლებს
შემდეგი სტატიაპუტინი სირიის მოვლენებზე: „მოსაწყენია, გოგოებო!“