დორტმუნდის “ბორუსიის” აფეთქების ადგილზე წერილი იპოვეს

წერილში, რომელიც დორტმუნდის “ბორუსიის” ფეხბურთელების აფეთქების ადგილზე იპოვეს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია ნახსენები – დღეს The Telegraph-ი წერს. წერილის ავტორები გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელს იმაში ადანაშაულებენ, რომ “მისი ტორნადო ხალიფატის მიწებზე დაქრის”, გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ ისინი “12 ურწმუნოს” მოკლავენ გერმანიაში. ადრე ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელების აფეთქება “გერმანიის მიერ სირიაში ოპერაციებში მონაწილეობის მიღების გამო შურისძიება იყო”. შეგახსენებთ, რომ “ბორუსიის” ავტობუსთან მომხდარ აფეთქებისას, რომელიც გუშინ მოხდა, გუნდის ერთი ფეხბურთელი დაშავდა, მან მოტეხილობა მიიღო

banner
წინა სტატიაში„ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ავლენს კეთილგონიერებას“ – თამარ კორძაია
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმე- ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ