დონორმა, რომელმაც მილიონობით ბავშვი გადაარჩინა, სისხლის ბოლოჯერ ჩააბარა

ავსტრალიელმა დონორმა, ჯეიმს ჰარისონმა, რომლის სისხლმა ორ მილიოზე მეტი ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა, პლაზმის უკანასკნელი შემოწირულობა გააკეთა – The Independent-ი წერს. ჰარისონის სისხლი D იშვიათ ანტისხეულებს შეიცავს, რომელიც რეზუს-კონფლიქტის დროს ეხმარება – პათოლოგიური მდგომარეობისას, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმი, სხვა რეზუს-ფაქტორის ნაყოფით ორსული, გამოიმუშავებს ანტირეზუსულ ანტისხეულებს. წითელი ჯვრის შეფასებით, 1967 წლამდე რეზუს-კონფლიქტით ათასობით ავსტრალიელი ბავშვი იღუპებოდა.
ბავშვობაში ჰარისონმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა, მისი სიცოცხლე გადაარჩინა 13 ლიტრი სისხლის გადასხმამ. ამის შემდეგ მან დონორად გახდომა გადაწყვიტა. 63 წლის მანძილზე ავსტრალიელი ყოველ ორ კვირაში სისხლს აბარებდა, სულ 1173 -ჯერ. ქვეყნის ხელისუფლებამ მას დამსახურებისთვის ავსტრალიის ორდენი მიანიჭა, გინესის რეკორდების წიგნმა კი ის ყველაზე აქტიურ დონორად აღიარა.

მაისში ჰარისონს 81 წელი შეუსრულდა. ეს სისხლის დონორისთვის მაქსიმალური ასაკია, განსაზღვრული ავსტრალიის კანონებით. 11 მაისს ჰარისონმა უკანასკნელად ჩააბარა სისხლი. “მე ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე და ამის გამო თავს კარგად ვგრძნობ” – თქვა დონორმა ინტერვიუში. ასევე, მან თქვა, რომ უფლება რომ ჰქოდეს, გააგრძელებდა სისხლის ჩაბარებას.

banner
წინა სტატიაშიევროპა აშშ-ს სანქციების წინააღმდეგ 20 წლის წინ მიღებულ კანონს აამოქმედებს
შემდეგი სტატიაჩემთვის მნიშვნელოვანია არ შემეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ანი სუბელიანი მარტო აღნიშნავს