დონორებმა სირიისთვის იმაზე ნაკლები თანხა შეაგროვეს, ვიდრე ელოდებოდნენ

სირიის დასახმარებლად დონორი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა იმაზე ნაკლები თანხა შეაგროვეს, ვიდრე ელოდებოდნენ. ფორუმზე, რომელიც 25 აპრილს ბრიუსელში დასრულდა, მონაწილე-ქვეყნებმა სირიას ჯამში 4,4 მილიარდი დოლარი გამოუყვეს, აქედან 1 მილიარდს – გერმანია – “დოიჩე ველე” წერს.

ევროკავშირი და გაერო, რომელიც კონფერენციის ორგანიზატორი იყვნენ, იმედს იტოვებდნენ, რომ კონფერენციის მონაწილე 80 ქვეყანა იმავე ფინანსებს მაინც შეაგროვებდა, რაც 2017 წელს – 6 მილიარდ დოლარს.
მხოლოდ თვითონ სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებას 13 მილიონი ადამიანი ელოდება, ასევე, მილიონობით სირიელი ელოდება დახმარებას თურქეთში, ლიბანსა და იორდანიაში.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში 1,3 ტონა კოკაინი იპოვეს
შემდეგი სტატიაინდოელ გურუს ბოროტი სულების განდევნისას გოგონას გაუპატიურების გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს