დონეცკში სავაჭრო ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა. საოკუპაციო ადმინისტრაცია დაბომბვაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.
კრემლის მომხრე ტელეგრამის არხი “Mash” ირწმუნება, რომ სავაჭრო ცენტრი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს. მეტიც, შენობაში, სავარაუდოდ, სულ მცირე 100 ადამიანი იმყოფებოდა. “Mash”-ის ინფორმაციით, დაიღუპა ორი, დაშავდა 11 ადამიანი.