დონეცკში რუსული სარაკეტო იერიში განხორციელდა, არის მსხვერპლი

დონეცკის რეგიონის ქალაქ ტორეცკში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევის გამო, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„დღეს ტორეცკის გარნიზონის მაშველებმა, ქალაქ ტორეცკში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განადგურებულ ნაწილზე გადაუდებელი სამაშველო ოპერაციების დროს, აღმოაჩინეს და ამოიყვანეს 2 გარდაცვლილი პირის ცხედარი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიემიჯნებით უკრაინელების პოზიციას? თქვენი თანამშრომლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ახლა ომი თუ გვიშველის? – მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს
შემდეგი სტატიაჩარევის ნიშნები სასამართლოში, ძალადობის გარემოს დაშვება – სახდეპის ანგარიში საქართველოზე