დონეცკში, კორპუსზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქში, ჩასოვ-იარიში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. 11 ივლისის 08:45 საათისთვის არსებულ მონაცემებს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მაშველების ინფორმაციით, ნანგრევებიდან 6 ადამიანი გამოიყვანეს.

არსებული ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებს ელაპარაკება და მათთან კონტაქტზეა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მეხუთე მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაარესტოვიჩი – საბჭოთა კავშირი კარგი იყო, ყველგან ვლაპარაკობ, ვფიქრობ, ცხოვრების ამ წესზე უკეთესი არ არსებობს