დონეცკმა კიევს ორი ტყვე ქალი გადასცა

თვითგამოცახდებულმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უკრაინის მთავრობას ორი ტყვე ქალი – ოლგა სვარაკი და ანჟელიკა პრესნიაკოვი გადასცა – ავრცელებს “ბიბისი”.
გუშინ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც მათ თქვეს,
რომ რადას დეპუტატს ნადეჟდა სავჩენკოს ორ ტყვე ქალს გადასცემენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი სავჩენკოს “უკრაინელი ხალხის ჯანმრთელი ნაწილის წარმომადგენლად თვლიან” და “კეთილი ნების ჟესტის” ნიშნად მას ორ ტყვეს დააბრუნებენ.
ოლგა სვარაკი ჟურნალისტია. მისი დაკავების შესახებ 2016 წლის ივნისში გახდა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში ჩაძირული რუსული Ту-154-ის ძირითადი “შავი ყუთი” იპოვეს
შემდეგი სტატიაKorean Air-მა ბორტგამცილებლებს ელექტროშოკის გამოყენების უფლება მისცა