დონეცკისა და ლუგანსკის “რესპუბლიკების გათავისუფლება” აბსოლუტური პრიორიტეტია – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მათ მიერვე “დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების “გათავისუფლება” კრემლის აბსოლუტური პრიორიტეტია.

კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი დონბასში ტერიტორიების ანექსიას, ლავროვმა უპასუხა: რომ ეს არის არა ანექსია, არამედ “სამხედრო ოპერაცია”

“ეს არ არის ანექსია, ეს არის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ითხოვენ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენული სახელმწიფოები, გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, რომლებიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ და კოლექტიური თავდაცვის უფლებას, ჩვენ ვიცავთ მოსახლეობას და ვეხმარებით მათ ტერიტორიის მთლიანობის აღდგენაში ჩვენი აშკარა მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ უკრაინის არმია და უკრაინელი ბატალიონები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან განვდევნოთ. რაც შეეხება უკრაინის დანარჩენ ტერიტორიებს, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ რუსეთთან კავშირების გაწყვეტა, ეს ამ რეგიონების მოსახლეობის გადასწყვეტია იქნება”, – ამბობს ლავროვი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – საქართველოს თითოეულ პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს
შემდეგი სტატიაჰარცელი – ევროკავშირი დაფუძნებულია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპსა და ღირებულებაზე, ვსაუბრობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, კანონის უზენაესობაზე