დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ბოლო 24 საათში ოკუპანტების 14 შეტევა მოვიგერიეთ – უკრაინა

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში რუსი დამპყრობლების 14 თავდასხმა მოიგერიეს.

“უკრაინის დამცველებმა და გაერთიანებული ძალების ჯგუფის მებრძოლებმა დღეს მტრის 14 თავდასხმა მოიგერიეს. ოკუპანტთან ბრძოლა კიდევ სამ ლოკაციაზე გრძელდება”. – ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში ოკუპანტების 11 საბრძოლო ჯავშანმანქანა, ორი საარტილერიო სისტემა, 10 მანქანა, ორი ფრთოსანი რაკეტა Х-59МК და სამი უპილოტო საფრენი აპარატი – Куб განადგურდა.

“მხოლოდ გასულ კვირაში გაერთიანებული ძალების ჯგუფის სამხედროებმა მტრის 76 თავდასხმა მოიგერიეს. მათ 22 ტანკი, ერთი ერთეული სპეცტექნიკა, 17 საარტილერიო სისტემა, 67 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა, ერთი სპეციალური ჯავშანმანქანა და 28 მანქანა გაანადგურეს. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა მტრის მრავალფუნქციური ვერტმფრენი Ka-52, სამი ფრთოსანი რაკეტა და 25 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს”. – წერია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშირადიკალური ოპოზიციის გათვლით, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოჰყვეს მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ქვეყნის ომში ჩართვა – კობახიძე
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი მარცხს იწვნევს ომში, რომელიც თავადვე წამოიწყო – შოლცი