ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ენმ-ის წევრს, გიორგი ბარამიძეს, უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა,– ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
“ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ ბარამიძეს დაუსწრებლად ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მიუსაჯა. ბარამიძე საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი”,– ნათქვამია განცხადებაში.
















