დონეცკის რეგიონში რუსებმა გასულ დღეს 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაშავდა 2 – კირილენკო

რუსმა სამხედროებმა 6 ივლისს დონეცკის რეგიონში, ერთ დღეში შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, პაველ კირილენკომ გაავრცელა.

“რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 6 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 3 ტორეცკში, 2 ავდეევკაში, 1 კოდემში და 1 სევერსკში. კიდევ 2 ადამიანი დაშავდა”, – აცხადებს ის.

ჯამში, ომის დაწყების შემდეგ დონეცკის რეგიონში სულ მცირე 577 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა მინიმუმ 1 496.

კირილენკოს თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 347-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია „თინეთი“ რვა წამყვან პლატფორმას გააერთიანებს