დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავი, სუ-25 ჩამოაგდეს.
“პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული სუ-25 თვითმფრინავი, რომელიც ესროდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებს. ახლა ის იწვის უკრაინის დონბასის სტეპებში”, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
მტრის თვითმფრინავი 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მებრძოლებმა ჩამოაგდეს.
მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ეს უკვე 361-ე განადგურებული თვითმფრინავია.