დონეცკის ოლქში სლავიანსკი დაბომბეს – არის მსხვერპლი

დონეცკის ოლქში სლავიანსკი დაბომბეს. შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. – ამის შესახებ დონეცკის რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ტატიანა იგნაჩენკომ განაცხადა.

დონეცკის ოლქის ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

“რეგიონის ტერიტორიაზე ხალხის დარჩენა სახიფათოა. ადამიანებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სიებში, ჩასხდნენ ავტობუსში და წავიდნენ პოკროვსკში, იქიდან გადის ევაკუაციის მატარებელი, რომელიც მიიყვანს მათ დნიპროში ან ლვოვში“ – ამბობს იგნაჩენკო

წინა სტატიაშიუკრაინული მედია – „დიდმა შვიდეულმა“ შესაძლოა, რუსული ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარი მიმდინარე ფასის ნახევარზე დააწესოს
შემდეგი სტატიაჩეხეთის პრეზიდენტი მართებულად მიიჩნევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას