რუსი დამპყრობლები უკრაინის აღმოსავლეთში წინ წავიდნენ. კერძოდ, მოწინააღმდეგემ დაიკავა დონეცკის ოლქის სოკილის და ვოსხოდის დასახლებები, – ინფორმაციას უკრაინული მედია DeepState-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
DeepState-ის ანალიტიკოსების ცნობით, გარდა ამისა, რუსები დაწინაურდნენ ხარკოვისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე რაიონში.
„დამპყრობელმა დაიპყრო სოკილი და ვოსხოდი და ასევე, დაწინაურდა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე რაიონში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.