დონეცკის ოლქში მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოაჩინეს

დონეცკის ოლქში მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ცხედარი პოლიეთილენის პარკშია გახვეული, რაც, ასევე, ადასტურებს პირველად ინფორმაციას, რომ მარიუპოლში დაღუპულთა ცხედრებს რუსი სამხედროები ერთად აგროვებდნენ.

„დიდხნიანი ძებნისა და დაღუპული მარიუპოლის მოსახლეობის მასობრივი საფლავების იდენტიფიკაციის მცდელობის შემდეგ, ჩვენ მასიურ საფლავებს სოფელ მანგუშში მივაკვლიეთ.

შემოვლითი გზის მიმდებარედ ოკუპანტებმა რამდენიმე მასიური საფლავი გააკეთეს, თითოეული 30 მეტრამდე ზომისაა. სატვირთოებს მოაქვთ დაღუპულთა ცხედრები და მათ ფაქტობრივად ერთად ყრიან. საინტერესო დეტალია, ყველა ცხედარი მოთავსებულია პოლიეთილენის პარკებში. ეს არის სამხედრო დანაშაულების პირდაპირი მტკიცებულება და მათი დამალვის მცდელობა“, – აცხადებს ანდრიუშჩენკო.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ქალაქში 30 მეტრიანი სასაფლაო გათხარეს, ასევე, შეიყვანეს მობილური კრემატორიუმი, რათა გენოციდისა და სამხედრო დანაშაულის ყველა მტკიცებულება გაანადგურონ – მარიუპოლის მერი
შემდეგი სტატია„ოცნების“ პარტიას სურს, ტყუილში ამყოფოს საზოგადოება და არ დაეთანხმოს იმას, რასაც საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ – ვაშაძე