დონეცკის ოლქის გუბერნატორი – რუსეთი დაჭრილი სამხედროების მარიუპოლიდან ევაკუაციას არ თანხმდება

დონეცკის ოლქის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს განცხადებით, რუსეთი დაჭრილი სამხედროების მარიუპოლიდან ევაკუაციას არ თანხმდება, რადგან მათი დატყვევება აქვს განზრახული.

„მათ სურთ გამოიყენონ შესაძლებლობა, დაატყვეონ მარიუპოლის დამცველები, რომელთა ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის „აზოვის“ პოლკი. ამიტომ რუსული მხარე არ ეთანხმება დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციის ზომებს,“- განაცხადა კირილენკომ.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი – რუსეთმა უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
შემდეგი სტატია„როიტერი“ – საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც რუსეთთან ომი წააგო, მიაჩნია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს