დონეცკის მარიონეტულმა ე.წ. სასამართლომ ბრიტანელ მოხალისეებს სიკვდილი მიუსაჯა

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკი სასამართლომ ტყვედ ჩავარდნილ ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

როგორც რუსული მხარე იუწყება, სიკვდილმისჯილები არიან ბრიტანეთის მოქალაქეები ეიდენ ასლინი და შონ პინერი და მაროკოს მოქალაქე – საადუნ ბრაჰიმი.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, ბრაჰიმმა, პინერმა და ასლინმა აღიარეს ბრალი, რომ ძალაუფლების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, რაც დსრ-ს ე.წ. კონსტიტუციით, დახვრეტით ისჯება.

banner
წინა სტატიაშირეზოლუციაში ძალიან ბევრი უზუსტობა აღმოჩნდა, რაც ჩვენთან ნამდვილად არ ხდება – ბოჭორიშვილი
შემდეგი სტატიაძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულები იკრძალებიან – ჩაჩიბაია