დონეცკი სავჩენკოს აფრთხილებს, რომ მასზე თავდასხმა იგეგმება

savchenkoდონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ზახარჩენკო ამბობს, რომ უმაღლესი რადას დეპუტატზე, ნადეჟდა სავჩენკოზე უკრაინის სპეცსამსახურები თავდასხმას გეგმავენ.
“როცა ჩვენ გავიგეთ იმაზე, რომ უკრაინის სპეცსამსახურები სავჩენკოს ლიკვიდაციისათვის ემზადებიან, ისე, რომ შემდეგ ეს ჩვენ დაგვბრალდეს, გადავწყვიტეთ, სავჩენკოსთვის მედიით გვემცნო ინფორმაცია” – განაცხადა ზახარჩენკომ. ალექსანდრ ზახარჩენკოს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურე, ნადეჟდა სავჩენკო, როცა ის დონბასში იმყოფებოდა, ქალაქ იზიუმას იქით არ წასულა, რადგანაც მას აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკო დონბასს 8 ივნისს გვიან ღამით ეწვია.
დეპუტატის თქმით, აუცილებელია ლუგანსკსა და დონეცკთან პირდაპირ გაიმართოს მოლაპარაკებები იმისათვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი ამოიწუროს.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში აკტობაში პიონერთა ბანაკი დაცხრილეს
შემდეგი სტატიაცეესკო:2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება