დონეცკი და ლუგანსკი კიევს ყველა ტყვეს გაუცვლის

თვითგამოცახდებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებმა და კიევმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ისინი ყველა სამხედრო ტყვეს გაანთავისუფლებენ – დღეს ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს. “მინსკის ხელშეკრულების მე-5 და მე-6 პუნქტების რეალიზაციის ფარგლებში, დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებისა და უკრაინას შორის შეთანხმება გახდა შესაძლებელი. უკრაინას 47 პირს გადავცემთ, ჩვენ კი 618 პირს მივიღებთ” – განაცხადა მინსკში ლუგანსკის ჰუმანიტარულ საკითხების წარმომადგენელმა ოლგა კობცევამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2015 წლის მინსკის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ სულ 15-ჯერ მოხდა სამხედრო ტყვეების გაცვლა, დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა 207 სამხედრო გაანთავისუფლეს, უკრაინამ კი – 121.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ ერთხმად მიიღო კანონი “უკრაინაში დემოკრატიისა და სტაბილურობის მხარდაჭრის შესახებ”
შემდეგი სტატიაპუტინი ფინანსურად გავლენიანი ადამიანების სიაში ოცდამეათეა