დონბასში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება.

„დონბასში სპეცოპერაცია ტარდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სხვა ადამიანების სცენარით“, – განაცხადა პუტინმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს ყველა გამოწვევას და საფრთხეს. მისი თქმით, სამშობლოს სიყვარული არის რუსული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც უცვლელად იჩენს თავს ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში.

„ადამიანთა ასეთი ერთობა ძვირფასია, ის გარანტიას იძლევა, რომ რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს ყველაზე რთულ გამოწვევებს და საფრთხეებს, თავდაჯერებულად გაივლის ყველა განსაცდელს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება ახლაც“, – განაცხადა პუტინმა საკანონმდებლო ორგანოში.

banner
წინა სტატიაშიუნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა ხელი შეუშალეს რეალურ საფრთხეს, რომელიც ჩვენს სამშობლოს უკვე ემუქრებოდა – პუტინი
შემდეგი სტატიათუ ვინმეს სურს, გარედან ჩაერიოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში და სტრატეგიული საფრთხე შექმნას, დარტყმები ელვისებური იქნება – პუტინი