დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს შემოიღებენ

დონბასში 29 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 00:01 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის უვადო რეჟიმი დაიწყება – 27 დეკემბერს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფიდან უკრაინის წარმომადგენელმა ევგენი მარჩუკმა განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. “დღეს ჩვენ ამ შეთანხმების მიღწევა შევძელით” – თქვა მარჩუკმა. ადრე თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ანდრეი მაროჩკომ თქვა, რომ მზად არის საახალწლო და საშობალო მოლაპარაკებები დაიწყოს.

გასული წლების მანძილზე არა ერთხელ ყოფილა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული ახალი წლის, სასწავლო წლის, აღდგომის, შობის დღესასწაულებზე, თუმცა, ყოველი ცეცხლის შეწყვეტა მალევე ირღვეოდა. სულ, კონფლიქტის განმავლობაში შეთანხმება 20-ჯერ დაიდო.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ განწესდა
შემდეგი სტატიასოფო კილაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას გადადგომა უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა