დონბასში “აბსოლუტური ზავის” დაწყების თარიღი დაასახელეს

დონბასში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის კონტაქტური ჯგუფის შეხვედრაზე მინსკში, მხარეები “აბსოლუტური ზავის” დღეზე შეთანხმდნენ.
მხარეები ცეცხლის შეწყვეტის სრულ რეჟიმზე კიევის დროით 5 მარტს, ღამის 12 საათზე გადავლენ – დოკუმენტს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება – მოლაპარაკებებზე მყოფმა ლუგანსკის წარმომადგენელმა ვლადისლავ დეინეგომ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში მინსკის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან სამი წელი გავიდა. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. კონფლიქტის შედეგად ორივე მხრიდან დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილი მოსწავლე 14 წლის ასლან მამედოვია
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ პოლუსზე ანომალურად დათბა