დონბასისთვის ბრძოლაში რუსეთს ოთხი მიზანი აქვს

დონბასისთვის ბრძოლაში ომის ამ ეტაპზე რუსეთს რამდენიმე მიზანი აქვს, რომლის განხორციელებასაც შეეცდება, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედია Guardian-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის ცნობით, რუსეთს სურს დაიკავოს დონბასი და ხერსონი.

ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, კრემლს ომის ამ ეტაპზე ოთხი მიზანი აქვს: დონბასის დაკავება, ყირიმის სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფა, ხერსონის რეგიონის ხელში ჩაგდება ყირიმისთვის მტკნარი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და მეტი ტერიტორიის დაკავება, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს გარიგებისთვის.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ომის ერთ ეტაპს გეგმავდა, მაგრამ ტაქტიკა უნდა შეცვლილიყო. გეგმა იყო: ელვისებური შეტევა, უკრაინის დიდი ქალაქების აღება, მათ შორის დედაქალაქის, უკრაინის დამხობა და ბოლოს, უკრაინის დაბრუნება რუსეთის კონტროლის ქვეშ. ანუ უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნგრევა.

ბრძოლის ველზე დანაკარგებმა აიძულა რუსები შეეცვალათ ტაქტიკა.

ახლა რუსეთმა დაიწყო შეტევა დონბასზე. მანამდე გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სარდლობამ ხარკოვის რაიონიდან გაიყვანა იზიუმის მიმართულებით მოქმედი ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფი, განიცადა დიდი დანაკარგები და დაკარგა საბრძოლო უნარი.

banner
წინა სტატიაშიმაქვს ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ჩვენს პრეზიდენტს პირადად მიმართა ჩემი შვილის გადაცემაზე – გიული ალასანია
შემდეგი სტატიასააკაშვილის უფლების არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს, ყველა სერვისი მაღალი ხარისხითაა მიწოდებული და უზრუნველყოფილი – სარჯველაძე