დონბასის ტრაგედიამ აიძულა რუსეთი, რომ დაეწყო ეს ოპერაცია უკრაინაში… მისი უპირველესი მიზანია დავეხმაროთ იმ ხალხს, ვინც დონბასში ცხოვრობს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ე.წ “სპეციალური ოპერაციის” მიზანი, დონბასელი ხალხის კიევის რეჟიმისგან “გათავისუფლება” და დონბასში, ნორმალური ცხოვრების აღდგენაა. კრემლის ბელადის თქმით, ბოლო 8 წლის გამავლობაში, დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა.

“სამწუხაროდ, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ბევრი რამ შეიცვალა ბოლო წლებში და შეიცვალა უარესობისკენ იმიტომ, რომ მთელი ამ 8 წლის განმავლობაში იქ გრძელდებოდა დაბომბვები, საარტილერიო დარტყმები, საბრძოლო მოქმედებები, რა თმა უნდა, ხალხის ცხოვრება მძიმე იყო. სწორედ დონბასის ტრაგედიამ აიძულა რუსეთი, დაეწყო ეს სპეცოპერაცია უკრაინაში და ამ ოპერაციის უპირველესი მიზანია, დავეხმაროთ იმ ხალხს, ვინც დონბასში ცხოვრობს. რუსეთი თანმიმდევრულად იმოქმედებს და დონბასში ნორმალური ცხოვრება ნელ-ნელა აღდგება”, – ამბობს პუტინი.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” უნდა გაძევდეს… სხვას არაფერს აზრი არა აქვს – არც ფორმით, არც შინაარსით – გვარამია
შემდეგი სტატიაპარიზის სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, გია უდესიანის ექსტრადირებაზე უარი უკვე მეორედ უთხრა