დონბასის ქართველი ლეგიონერები გამოჩნდნენ (ვიდეო)

ლეგიონიდონბასში უცხოელი მეომრები თანდათან იატაკქვეშიდან გამოდიან მას შემდეგ, რაც 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს უკრაინის სამხედრო ძალებში იომოს.

საქართველოს ეროვნული ლეგიონი რამდენიმე ათეულ მეომარს ითვლის. თავიდან სულ ათნი იყვნენ – იხსენებს დაჯგუფების მეთაური მამუკა მამულაშვილი. ლეგიონის მეომრები ყოფილი სამხედროები არიან, რომლებიც, როგორც თვითონ ამბობენ, საქართველოში ახლანდელ ხელისუფლებას არაფერში სჭირდება.
მათი თქმით, ისინი ახლა რუსეთს ეომებიან. რუსები მათი “პერსონალური მოწინააღმდეგეები არიან”. მიმდინარე წლის თებერვლამდე ქართველები უკრაინაში არალეგალურად იბრძოდნენ.

https://youtu.be/P61VGJXQeLg

banner
წინა სტატიაში“პანამის დოკუმენტების” წყარომ თავისი მოტივი ახსნა
შემდეგი სტატიაერდოღანი ევროკავშირს: “ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ – თქვენით”