დონალდ ტუსკმა მარტინ შულცს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე წერილით მიმართა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. როგორც ტუსკი წერილში აღნიშნავს ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, აღნიშული საკითხის გადაწყვეტა ევროკაშირის რეპუტაციას ეხება. ტუსკის განმარტებით, პარტნიორმა ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს რეფორმების გასატარებლად, რაც ხშირად რისკის ფასად უჯდებოდათ.

“ამ პროცესში რისკის ქვეშ დგას არა მხოლოდ ძალთა ბალანსი ევროკავშირის პოლიტიკაში, არამედ, რისკის ქვეშ დგას ევროკავშირის რეპუტაცია”, – ვკითხულობთ ტუსკის წერილში.

დონალდ ტუსკის თქმით, ამ დებატებში ყველა მხარეს საკუთარი არგუმენტები აქვს, თუმცა უკვე გადაწყვეტილების მიღების დროა.

“მე მესმის რატომ ანიჭებთ ამხელა მნიშვნელობას ევროპარლამენტის როლს ამ პროცესებში. მე ასევე ვითვალისწინებ თქვენს სურვილებს იპოვოთ შორს მიმავალი კომპრომისი. მე ასევე მესმის წვერი ქვეყნების პოზიციაც. მათ სურთ თავად გადაწყვიტონ ვინ უნდა გადაკვეთოს მათი საზღვარი. ამ დებატებში ყველა მხარეს აქვს საკუთარი გააზრებული არგუმენტი და ეჭვგარეშეა რომ ეს არგუმენტები სულ იქნება”, – ამბობს წერილში დონალდ ტუსკი.

დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებისა და მიგრანტთა კრიზისის მიუხედავად, წევრ ქვეყნებს აქვთ სურვილი რომ მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროცესს, ამის შესახებ წერილში დონალდ ტუსკი საუბრობს.

banner
წინა სტატიაშირეგიონული განვითარების მინისტრი უცხოელ პარტნიორებს შეხვდა
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების შესაძლო შემცირების საკითხს გამოეხმაურა