დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა

დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მედიის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთის შიდა პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს, სადაც ცოტა ხნის წინ, პოლონეთის უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

როგორც მედია წერს, „ევროპის სახალხო პარტიის“ თამჯდომარის თანამდებობაზე მას სავარაუდოდ მანფრედ ვებერი შეცვლის. პარტიის ლიდერების არჩევა როტერდამში ყრილობაზე მიმდინარეობს.

„ეს იყო 900 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“, – განაცხადა ტუსკმა თავისი თანამდებობაზე ყოფნის დროს კორონავირუსის პანდემიის, ბრექსიტის, ბელარუსში ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის კომენტირებისას.

ამასთან, ტუსკმა აღნიშნა, რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ უნდა უხელმძღვანელოს ევროპისა და მისი ძირითადი ღირებულებების აღორძინებას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კადიროვის კიდევ ერთი მოკავშირე, ვიცე-პოლკოვნიკი ზაურ დიმაევი მოკლეს
შემდეგი სტატიაპრემიერის ანგარიში – 2022 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანადაფინანსებით შეისყიდა „ჯაველინების“ დამატებითი პარტია, აშშ-ის დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ტაქტიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია