დონალდ ტუსკი – უკრაინასთან დაკავშირებით ევროპას საკუთარი სამოქმედო გეგმა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალს სხვა გლობალური მოთამაშეები გადაწყვეტენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით ევროპას საკუთარი სამოქმედო გეგმა სჭირდება.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპას სასწრაფოდ სჭირდება საკუთარი სამოქმედო გეგმა უკრაინასთან და საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, „წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალს სხვა გლობალური მოთამაშეები გადაწყვეტენ“.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „სხვა გლობალური მოთამაშეები ევროპის მომავალს გადაწყვეტენ“, და არა აუცილებლად, ევროკავშირის ინტერესების შესაბამისად“.

„ეს გეგმა უკვე უნდა მომზადდეს, არ შეიძლება დროის დაკარგვა“, – წერს დონალდ ტუსკი.

banner
წინა სტატიაშიმზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კანონის დარღვევით ჩაინიშნა- საია
შემდეგი სტატიაუილსონი X-ზე წერს, რომ რეჟიმისთვის სასწრაფოდ სანქციებია საჭირო