დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას “ტვიტერზე” ქართულადაც გამოეხმაურა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ შეთანხმებას “ტვიტერზე” ქართულადაც გამოეხმაურა.

“შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია”,- წერს დონალდ ტუსკი.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი LIBE-ს კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას უკრაინულადაც გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაში„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში მოიაზრება