დონალდ ტუსკი: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო საქართველოს დემოკრატიის ნამდვილი წარმატება

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევა მიულოცა.

როგორც ტუსკმა ბრიუსელეში, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით ჩატარდა და ეს იყო საქართველოს დემოკრატიის ნამდვილი წარმატება.

„ნება მიბოძეთ, გამოვიყენო შესაძლებლობა და მოგილოცოთ პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა. გასული წლის განმავლობაში თქვენთან მუშაობით სიამოვნება მივიღე და ველოდები ჩვენი კარგი თანამშრომლობის გაგრძელებას. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით ჩატარდა. ეს იყო საქართველოს დემოკრატიის ნამდვილი წარმატება. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს მთავრობის ერთგულებისთვის, რომელიც მიმართული იყო ასეთი შედეგის უზრუნველყოფისკენ“,-მიმართა ტუსკმა გიორგი კვირიკაშვილს.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონაწილეობით ამხანაგური მატჩი გაიმართა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: შეაჩერეთ დოლარის გალარების უაზრო პროგრამა, რომელმაც ხალხი დააფეთა