პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსი ოპოზიციონერი მხატვრის, სემიონ სკრეპიცკის მკვლელობაში დაკავებულია, რომელიც საქართველოს პასპორტს იყენებდა.
„ლუბლინის პოლიციამ და პოლონეთის უშიშროების სამსახურმა დააკავეს ბიალა-პოდალსკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში მონაწილე, რომელიც საქართველოს პასპორტს იყენებდა. სამართალდამცავები მკვლელობის ორგანიზტაორის დადგენაზე მუშაობენ“, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.
რუსი ოპოზიციონერი მხატვარი სემიონ სკრეპეცკი 15 ივნისს პოლონეთში მოკლეს. 44 წლის სკრეპეცკი რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მწვავედ აკრიტიკებდა. მას ბიალა-პოდლიასკაში ხუთჯერ ესროლეს.
მანამდე მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს ბელარუსის ორი მოქალაქე, თუმცა, მოგვიანებით გაათავისუფლეს.

















