17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

დონალდ ტუსკი: პოლონეთის დრონების ქარხანაში, რომელიც უკრაინას შეიარაღებით ამარაგებს, ხანძარი განზრახ გააჩინეს

“პოლონეთის დრონების ქარხანაში, რომელიც უკრაინას შეიარაღებით ამარაგებს, ხანძარი განზრახ გააჩინეს. ამის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას. ეს რუსეთის მიერ რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებების გაგრძელებაა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და, უარეს ვარიანტში, ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი.“ – განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა.

WB Electronics-ი, სადაც ხანძარი გაჩნდა, პოლონეთის თავდაცვის სფეროს ერთ-ერთი უდიდესი კერძო კომპანიაა. ის აწარმოებს სადაზვერვო დრონებს და მოძრავ საბრძოლო მასალას, მათ შორის FlyEye-სა და Warmate-ს, რომლებსაც უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგ იყენებს.

პოლონური რადიოს ცნობით, ხანძარი მალევე ჩააქრეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთში სამხედრო მაღალჩინოსანზე თავდასხმა მოხდა — გენერალ-მაიორი კრიტიკულ მდგომარეობაშია