საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ეხმაურება.
„პარიზში ენთუზიაზმი, მოსკოვში იმედგაცრუება, კიევში შვება. Ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბედნიერი იყო ვარშავაში“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.
წინასწარი ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე – ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება.