დონალდ ტუსკი: ევროკავშირი უბრუნებს ახლა ამ სოლიდარობას ბრიუსელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებით

ბრიუსელში განხორციელებული აფეთქებების სერიასთან დაკავშირბეით განცხადება გააკეთა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. ტუსკმა მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ბელგიას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას დაპირდა.

“ეს თავდასხმები ადასტურებს რომ ტერორისტები სიძულვილსა და ძალადობას ემსახურებიან. ბელგიის მთავრობა და ხალხი მასპინძლობს ხელგაშლილად ბრიუსელში ევროპულ ინსტიტუტებს. ევროკავშირი უბრუნებს ახლა ამ სოლიდარობას ბრიუსელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებით”, – ნათქვამია დონალდ ტუსკის განცხადებაში.

ბრიუსელში აფეთქებები აეროპორტსა და ევროკავშირის შტაბ-ბინის მახლობლად ორ მეტროსადგრში განხორციელდა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი ემსხვერპლა. ბელგიაში განთავსებულმა ევროკავშირის ინსტიტუტებმა მუშაობა შეაჩერეს.

banner
წინა სტატიაში(video)ბრიუსელის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი
შემდეგი სტატია“საუბარი იმაზე, რომ პროკურატურამ “მასტერა” ფარული ჩანაწერების საქმეზე ჩამოიყვანა, არასერიოზულია”