18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

დონალდ ტუსკი: ეს ომი იწვევს იმას, რომ ჩნდება ასობით სხვადასხვა ინტერპრეტაცია

რუსეთ-უკრაინის ომი სხვა ქვეყნების საზღვრებისთვის საფრთხეს რეალობად აქცევს, – ამის შესახებ პოოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები იმ ესკალაციის ნაწილია, რომლის შესახებაც ის რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა.

„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვაფრთხილებდი, რომ ვითარება შეიძლება, გამწვავებულიყო არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის მიმართულებით, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ფლანგზე”, – განაცხადა ტუსკმა.

ტუსკის თქმით, მიმდინარე ომი სხვადასხვა ინტერპრეტაციას იწვევს – იყო ეს უკრაინული დრონი თუ რუსული – თუმცა ერთი რამ ნათელია: ომი სხვა ქვეყნების საზღვრებისთვის საფრთხეს რეალობად აქცევს.

„არ მიკვირს, რომ ბოლო დღეებში გაჩნდა სიგნალები, რომლებიც მიუთითებს, რომ ქაოსი შესაძლოა, ჩვენს მეზობლებსაც შეეხოს – განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებს”, –
აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, პოლონეთისთვის ამ ეტაპზე პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა სახის პროვოკაციების რისკი სულ უფრო რეალური ხდება.

banner
წინა სტატიაში26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე მზადება დაიწყო
შემდეგი სტატიაშიო III – ვევედროთ ძვირფას ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა