დონალდ ტუსკი დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმზე – რაც არ გკლავს, გაძლიერებს

მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის გარეშე ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებული საგანგებო განცხადების დროს ისაუბრა.

“მე შევთავაზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს, გავმართოთ 27 ქვეყნის არაფორმალური შეხვედრა 28-29 ივნისს დაგეგმლი ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში, რომ განვიხილოთ სამომავლო მოქმედებები”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელი დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის სხვა შედეგებს ელოდა, თუმცა ნეგატიური სცენარისთვის მზად არის.

დონალდ ტუსკის თქმით, ის დარწმუნბეულია ევროკავშირის მომავალში. “

“ბოლო წლები ყველაზე რთული იყო ევროკავშირის ისტორიაში, თუმცა მე ყოველთვის მახსოვს ის, რასაც ბავშვობაში მამა მეუბნებოდა – “რაც არ გკლავს, გაძლიერებს”, – აღნიშნა ტუსკმა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ნორმა იმოქმედებს, ვიდრე ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა არ დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიმარტინ შულცი : ახლა ნათელია, რომ “დიდი ბრიტანეთი თავისი გზით წავა”
შემდეგი სტატიაბორჯღალოსნებმა ოკეანეთის ისტორიული ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეს