დონალდ ტუსკი : დემოკრატია არის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელიდან სოლიდარობის იმედი უნდა გქონდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ ქვეყნის შიგნითაც. დემოკრატია არის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოში 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიული სივრცის განვითარებასა და მის პროგრესს.

ტუსკმა აღნიშნა, რომ მიესალმება მიმდინარე პროცესებს, როცა გათვალისწინებულია და იმ ხარვეზების გამოსწორება ხდება, რომელიც წინა არჩევნების დროს იყო დაფიქსირებული, ასევე გაცილებით უფრო მეტი ყურადღება ადამიანების დაცვის მიმართულებით.

„მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები სრული პროპორციული სისტემის მიხედვით ჩაატაროს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიული სივრცის განვითარებასა და მის პროგრესს. იმედი მაქვს, ამ შესაძლებლობების გაღრმავებაზე ყველა თავდადებით იმუშავებს.

ბათუმის კონფერენციაზე საქართველოს ერთიანობის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელიდან სოლიდარობის იმედი უნდა გქონდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, სოლიდარობა გჭირდებთ ქვეყნის შიგნითაც. დემოკრატია არის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

დონალდ ტუსკი ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება
შემდეგი სტატიაპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ წვლილი შეიტანა ექვსივე ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში​