უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაჟღერდეს განცხადებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ მედიაპუბლიკაციების კომენტირებისას პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ასეთი გეგმა ალბათ მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზეა.
„რა თქმა უნდა, ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცავს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იდეებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება. ზელენსკის თქმით, უკრაინას 2014 წლიდან უკვე აქვს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცდილება და რუსეთი ყოველთვის არღვევდა ამ შეთანხმებებს.