პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთისგან მომავალი სიგნალები არადამაკმაყოფილებელია.
„კარგია, რომ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ ეჭვი აღარავის ეპარება არა მხოლოდ იმაში, თუ ვინ არის აგრესორი, არამედ არც იმაში, ვის სურს ნამდვილი ზავი და მშვიდობა და ვის უნდა ომის გაგრძელება“, – ამბობს ტუსკი.
ტუსკმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულებამდე მივა.